20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ლაგოდეხი ბლუზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის გენერალური სპონსორი კოკა-კოლაა.
ის, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, წელს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს. 2024 წლის ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასიათებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება.
ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზ ფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, - ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.
10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს.
2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრავალფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა.
„კოკა-კოლასთვის მნიშვნელოვანია ბლუზ ფესტივალის მხარდაჭერა, გვერდში უდგას მას და ყველა მელომანს, 20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გელოდებათ“, - აცხადებენ კოკა-კოლაში.
ფესტივალის გენერალური სპონსორები;
აშშ და გერმანიის საელჩოები საქართველოში, კოკა კოლა და თიბისი ბანკი.
სპონსორები :
ლიონიძის ზვარი,
პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი.
მეგობარი კომპანიები:
იტარ დიჯიტალი
კაპაროლი.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა