სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, რეგიონულ ფილიალებში, ოპერირების ახალი სტანდარტი დანერგა.
პირველ ეტაპზე აჭარაში - ქალაქ ბათუმში შეიქმნა სადისტრიბუციო ჰაბი, რომელიც პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხების ახალ სტანდარტებს გამოიყენებს და შესაბამისად დანახარჯების მართვის ეფექტური გადანაწილება მოხდება.
აჭარის მაგალითზე განხორციელდება სხვა რეგიონული სადისტრიბუციო წერტილების განახლება და გადაიარაღება.
„მართებულმა საკადრო პოლიტიკამ, თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილმა სასწავლო პროგრამებმა, „კოკა-კოლა“-ს სტანდარტებით გათვალისწინებული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებამ და ტექნიკურმა გადაიარაღებამ ერთობლივად, კომპანიის თანამშრომლებისთვის უზრუნველყო უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის“ პრიორიტეტულია. მოხდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება, სისტემატურად ახლდება ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ კომპანიაში.
ახალი პროგრამული უზრუნველყოფა აერთიანებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც კომპანიას მინიმალური რესურსების გამოყენებით, შეზღუდულ დროში მაქსიმალური შედეგის მიღებაში ეხმარება. აადვილებს მომხმარებელთან კომუნიკაციას, უკუ-კავშირის დამყარებასა და შესატყვისი რეაგირების მოხდენას.
„ახალ სივრცეში გარანტირებულია სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც მიიღწევა დასაწყობების მეთოდების დახვეწითა და შესატყვისი ტემპერატურული რეჟიმების უზრუნველყოფით. ეს ეხება როგორც ფიზიკურ გარემოს, სადაც თანამშრომლებს უწევთ მუშაობა, ასევე იმ მოდელს, პრინციპებსა და პროგრამებს, რასაც ისინი იყენებენ, ხოლო ეს კომპანიაში მათ მოტივაციას ზრდის“, - აცხადებენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“
კომპანია „კოკა-კოლა“-ს მიერ აღიარებული გარემოს დაცვითი სტანდარტები სამუშაო ეთიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. რაც კომპანიას ბუნებრივი რესურსების ყაირათიან მოხმარებასა და შესაფუთი მასალების ხელახალ გამოყენებაში ეხმარება და ენერგოეფექტურობას კომპანიამ თანამედროვე დანადგარების საშუალებით მიაღწია. ახალი სტანდარტი უზრუნველყოფს საოპერაციო გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას, ოპტიმიზირებულ სამუშაო გრაფიკსა და დასაქმებულთათვის კომფორტის შექმნას. სამუშაო სივრცეში გაუთვალისწინებელი შემთხვევების სწორ და სწრაფ მართვასა და ყველა ძირითადი საფრთხის გათვალისწინებას.
„სადისტრიბუციო კომპანიის შეფასება, ავტორიზება და სტატუსის განსაზღვრა მოხდება რისკების კატეგორიიდან და აუდიტის ანგარიშის შესაბამისად . ამ ყველაფრის სისტემატური სახე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პროგრესი იყოს სულ მზარდი და არ შეჩერდეს“, - აცხადებენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“.
უახლესი
1 საათის წინ
შავ ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი