ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მეორე ნაკადის მიღებას აცხადებს.
კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები) ასევე საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.
კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა უკვე მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი პირველ ეტაპზე 59-მა, ხოლო მეორეზე 41-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.
სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. ტრენინგკურსების წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს.
EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.
ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გასულ მონაწილეებს, ვინც არ არის ქუთაისიდან, უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში განთავსებას ტრენინგ კურსის განმავლობაში.
კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=341&lng=geo
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა