„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება.
„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს - ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
55 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა