დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელფასი 1862-დან 3325 ლარამდეა - თბილისის მერია ვაკანსიებს აცხადებს

ხელფასი 1862-დან 3325 ლარამდეა - თბილისის მერია ვაკანსიებს აცხადებს

17-01-2024 12:10:00

სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და სურს გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862-დან 3325 ლარამდეა“, - აღნიშნა მერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები