„კეთილი და პატიოსანი" საექსპორტო არეალს აფართოებს და ახალ არომატებს ამატებს.
როგორც Business Insider georgia- თან კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის" დირექტორი გიორგი ახალაძე ამბობს დასალევი ხილ-ბოსტნეული შესაძლოა, გალფის ქვეყნებში გავიდნენ.
„პროდუქცია საფრანგეთის ბაზარზე გვაქვს წარმოდგენილი. აშშ-ში უკვე მეორე პარტია გავუშვით. თებერვალში კიდევ ერთ კონტეინერს შეუკვეცავენ. გაცნობითი ეტაპი გავიარეთ და საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება გვაქვს გალფის ქვეყნებში, არის მოთხოვნა და ნიმუშები გავგზავნეთ და ალბათ მანდაც განვახორციელებთ ექსპორტს“, - ამბობს გიორგი ახალაძე.
მისი თქმით, „კეთილი და პატიოსანის“ ანალოგიური ნაწარმი არ იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ამ მიმართულებით, კომპანია ფაქტობრივად უკონკურენტოა.
ამასთან, გაზაფხულზე „კეთილი და პატიოსანი“ მომხმარებელს ორ ახალ არომატს შესთავაზებს.
„ორი ახალი არომატი გვაქვს, რომელსაც ბაზარს გაზაფხულზე შევთავაზებთ. ეს არის ციტრუსის და ბროწეულის მიქსი“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ „კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - „პოპორელის“ სოუსები. პროდუქცია გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება.
უახლესი