საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს ,,წალკის კანიონს’’ ახალი 53 ადგილიანი სასტუმრო შეემატება, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება და ინვესტიცია 15 მილიანი ლარია - ამის შესახებ Business Insider Georgia - თან „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებლის გამო, აუცილებელი გახდა სასტუმროს გახსნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო პირობებით, მათ შორის ლუქს ნომრებით და საკონფერენციო ოთახით.
,,„კასს ლენდ დაიმონდ რეზორტში“, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ახალი პროექტების განხორციელება გრძელდება, მათ შორისაა სასტუმროს გახსნა. დიდია ინტერესი „კასს ლენდის“ მიმართ, 2023 წელს ტურისტები გვყავდა: ინდოეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, არაბეთიდან და რა თქმა უნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა ჯამური მაჩვენებელი 150 000 ათასამდე იყო“ -თქვა ეკატერინე თორდიამ .
როგორც თორდიამ Business Insider Georgia - თან განაცხადა, კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო გამოფენებში, რომელიც პოპულარიზაციას უკეთებს ,,კასს ლენდსს“
„გასულ კვირას მონაწილეობა მივიღეთ ინდოეთში გამართულ გამოფენაში, სადაც 1000 მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას, ძალიან დიდი დაინტერესება იყო ჩვენს მიმართ, ასევე დაგეგმილია ჩვენი მონაწილეობა ,,აითიბი-ბერლინის“ გამოფენაში, სადაც გვაქვს დიდი მოლოდინება, რომ გაიზრდება ინტერესი კანონის მიმართ. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ვაპირებთ, აქტიურად ჩავატაროთ მარკეტინგული კამპანიების საქართველოს რეგიონებში’’- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
სამომავლოდ, კომპანია გეგმავს წალკის კანიონთან აკვაპარკის მშენებლობასა და ვილჰაუსების მოწყობას. გარდა ამისა, იგეგმება სარესტორნო სივრცეში განახლებული მენიუს წარდგენა, რის შემდეგაც სტუმრებს მრავალფეროვანი არჩევის შესაძლებლობა ექნება.
წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
უახლესი