სამკაულების ქართული ბრენდის Kaleisi-ის დამფუძნებელი თათა კაპანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2024 წელს ბრენდი კიდევ ერთ ქსელურ მაღაზიაში შეიტანს პროდუქტს და პარალელურად საქართველოსა და უცხოური ბაზრისთვის ახალი კოლექციაზე მუშაობს.
„დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმაში გვაქვს თბილისის გარდა პროდუქცია რეგიონებშიც შევიტანოთ. ამ დროისთვის ჩვენი სამიზნეა ბათუმი“, -ამბობს თათა კაპანაძე.
ქართული სამკაულების ბრენდი Kaleisi უკვე ორი წელია, რაც ესტონეთის ბაზარზე იყიდება და გასულ წელს კოლექციის შეტანა აშშ-შიც შეძლეს .
„შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა და ესტონეთი ეყო ერთგვარი სატესტო ბაზარი, რამაც გაამართლა. ამიტომ ვგეგმავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკაშიც ჩვენი პროდუქციის ექსპორტის გაზრდას“, - ამბობს თათა კაპანაძე.
კომპანია Kaleisi 2018 წელს მარიამ ხუხუნაიშვილისა და თათა კაპანაძეს იდეით შეიქმნა და მომხმარებელს გამორჩეული დიზაინით ვერცხლის სამკაულებს სთავაზობენ. კოლექციაში შეხვდებით როგორც კაცის ისე ქალის სამკაულებსა და აქსესუარებს.
„ჩვენს ნაწარმს გამოარჩევს მინიმალისტური დიზაინი, რომლებიც ყველა სტილს. სამკაული ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია გამოიყენოს და მოიხდინოს. ასევე გვაქვს მოოქრული და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ოქროს სამკაულიც“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანიაში დასაქმებულია 5 ადამიანი. Kaleisi-ის სამკაულების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ facebook-ისა და instagram-ის გვერდებზე, ასევე ბრენდის ვებგვერდსა და მაღაზიაში, რომელიც პეკინის 19 ნომერში მდებარეობს, სადაც ბრენდის პროდუქციაა განთავსებული.
უახლესი