ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები გავზარდეთ და ახალ სავაჭრო ქსელებშიც შევედით,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Snacky - Peanut Butter-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განუცხადა.
მისი თქმით, სექტემბრიდან მიწის თხილის Snacky ახალ 250 გრამიან შეფუთვაში გამოჩნდება.
„ამ დროისთვის მიწის თხილის სნექს 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი მინის ქილებით ვყიდით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი და ფასი. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია, დანამატების გარეშე. Snacky ონლაინ იყიდება, თუმცა აუთვისეთ ქსელური მაღაზიები „ფრესკო“, „ევროპროდუქტი“ და ნიკორა“, „გუდვილი“, „ზღაპარი“, „უნივერსამი“, სხვა ქსელებში შესვლა საკმაოდ რთულია და მოლაპარაკების პროცესი ხანგრძლივია“, - ამბობს ზური სამოილენკო.
Snacky - Peanut Butter-ის წარმადობა და გაყიდვები თვეში უკვე 8 ტონას შეადგენს.
კომპანია ბიზნესს აფართოებს და გეგმავს, რომ თბილისში 2024 წელს 1500-მდე მარკეტში იყოს წარმოდგენილი. კომპანიას არაქისი სნექისთვის ბრაზილიიდან შემოაქვს. საწარმო სიმძლავრე თვეში 30 ტონას შეადგენს.
„კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს ზური სამოილენკო.
კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს და 14 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი