დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯივიპიმ ჟინვალის ჰიდროკომპლექსი უსაფრთხო ოპერირებისთვის  ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიები დანერგა

ჯივიპიმ ჟინვალის ჰიდროკომპლექსი უსაფრთხო ოპერირებისთვის ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიები დანერგა

08-03-2024 00:56:00

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ჰესის სტაბილური და უსაფრთხო ოპერირებისთვის 4 ერთეული  ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დაამონტაჟა.

 

ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.

 

HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას.

 

აღნიშნული პროექტი ჯივიპის დაკვეთით კომპანია “რეტკომ” Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები