დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367 ლარს გაუტოლდა - საქსტატი

IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367 ლარს გაუტოლდა - საქსტატი

06-03-2025 11:29:00

2024 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 170.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები