დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქმიანობის გაფართოებას უზბეკეთში ვგეგმავთ - „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი

იტალიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქმიანობის გაფართოებას უზბეკეთში ვგეგმავთ - „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი

25-10-2024 12:00:00

რა სიახლეებს გეგმავს პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“, რომელ საგანმანათლებლო კურსებზეა მოთხოვნა და რომელ ბაზრებზე აპირებს შესვლას, ამ და სხვა საკითხებზე  Business Insider Georgia-სთან „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი საუბრობს:

როგორია ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ გეგმები 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავთ 2025 წლისთვის?

„სქილვილი“ - პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი და სწრაფად განვითარებადი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტი სულ მალე გახდება აკრედიტებული პროფესიული სასწავლებელი და ამჟამად გადის პროფესიული სასწავლებლის აკრედიტაციის პროცესს.

ახლად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან, “სქილვილს” საშუალებას მისცემს, იტალიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, უზბეკეთში გააფართოოს თავისი წარმატებული საქმიანობა.

„სქილვილს” 2024 წელს ახალი მოკლევადიანი კურსები დაემატა, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია, კიბერჰიგიენა და ასე შემდეგ.

„სქილვილი” წარმატებით თანამშრომლობს კემბრიჯის უნივერსიტეტთან და სტუდენტებს ინგლისური ენის 6 თვიან კურსს სთავაზობს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სტუდენტები ენის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ და მზად იქნებიან კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდისთვის.

როგორ მინდინარეობს „სქილვილის”, როგორც პროფესიული სასწავლებლის  აკრედიტაციის პროცესი და რატომაა ეს პროცესი მნიშვნელოვანი?

„სქილვილი” ამჟამად გადის პროფესიული სასწავლებლის აკრედიტაციის პროცესს, რაც კიდევ უფრო გაზრდის უნივერსიტეტის პროგრამების სანდოობასა და მნიშვნელობას. აკრედიტაცია  უნივერსიტეტს მისცემს უფლებას შესთავაზოს სტუდენტებს ოფიციალურად აღიარებული კურსები, რომლებიც წარმატებით დამთავრების შემდეგ სერტიფიცირებული იქნება, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ეს აკრედიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს “სქილვილის” კურსები, ექნებათ შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე. უნივერსიტეტის მიზანია, დაიცვას მაღალი სტანდარტები და უზრუნველყოს ხარისხიანი პროფესიული განათლება, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

რას ნიშნავს ნეო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო გაფართოება და რა ბენეფიტებს ელოდებით?

საერთაშორისო გაფართოება „სქილვილისთვის” რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს ზრდის პლატფორმის გლობალურ გავლენას და აძლიერებს მის აღიარებას საერთაშორისო მასშტაბით. იტალიაში, აზერბაიჯანსა და ახლა უკვე უზბეკეთში შესვლით, “სქილვილი”  საშუალებას აძლევს სტუდენტებს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე ისწავლონ და გამოიმუშაონ მომავლისთვის საჭირო უნარები. გარდა ამისა, ასეთი გაფართოება ხელს უწყობს კულტურული და პროფესიული მრავალფეროვნების გაზრდას, რაც სტუდენტებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “სქილვილი” მზადაა ითანამშრომლოს რეგიონულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყოს წვდომა მომავლის პროფესიებზე.

რომელი მოკლევადიანი კურსების დაამატეთ და რომელზეა უფრო დიდი მოთხოვნა?

2024 წელს “სქილვილმა” დაამატა რამდენიმე ახალი და მოთხოვნადი მოკლევადიანი კურსი, რომლებიც მორგებულია თანამედროვეობას და ბაზრის მოთხოვნებს. მათ შორის არის: ვიდეო მონტაჟი Adobe Premiere Pro, კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, კიბერჰიგიენა და სხვა. ასევე, გამოირჩევა პროექტების წერა, მონიტორინგი და შეფასება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში ეფექტური მართვის უნარების განვითარებას. კიბერჰიგიენის კურსი კი მორგებულია მონაცემების უსაფრთხოებასა და ონლაინ ქცევის სტანდარტებზე, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია.

პროგრამირება და ციფრული მარკეტინგი “სქილვილის” ყველაზე პოპულარული კურსებია. დღესდღეობით, ეს ორი სფერო ყველაზე მოთხოვნადია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი ამ კურსებისადმი “სქილვილმა” შეაფასა და შეიმუშავა ნეო-ბაკალავრიატი – სრულიად ახალი მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს 0-დან დაიწყონ სწავლა და სპეციალიზაციის არჩევის შემდეგაც შეცვალონ მიმართულება, თუ ეს მათი მიზნებისთვის იქნება საჭირო. ნეო-ბაკალავრიატი ყოვლისმომცველი პროგრამაა, ნებისმიერი მსურველისთვის, გამოცდილებისა და ცოდნის მიუხედავად. აქ შესაძლებელია სწავლის დაწყება 0-დან და 18 თვის შემდეგ დასაქმება სტუდენტის მიერ შერჩეული ჯუნიორის პოზიციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ნებისმიერ კომპანიაში. აღნიშნული პროგრამა ამზადებს სტუდენტებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს მოქნილად მოერგონ ცვალებად ბაზრის პირობებს.

რა არის „სქილვილის” მთავარი ფოკუსი განათლებაში?

„სქილვილის“ ერთ-ერთი ახალი ფოკუსი არის კიბერუსაფრთხოება და DevOps მიმართულებები. ეს ორი სფერო განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. კიბერუსაფრთხოება ხელს უწყობს სტუდენტებს შეისწავლონ მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე კორპორაციებისთვის. DevOps, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტისა და ოპერაციების ერთობლიობას, რაც საშუალებას აძლევს გუნდებს უფრო ეფექტურად და სწრაფად განახორციელონ პროგრამების განვითარება და მათი მართვა. DevOps-ის არჩევის შემთხვევაში სტუდენტი შეისწავლის თუ როგორ დანერგოს და გაუწიოს ეფექტური პროგრამული ადმინისტრირება IT პროდუქტებს DevOps ტექნოლოგიების გამოყენებით.

ორივე ეს მიმართულება არის მაღალანაზღაურებადი და მზარდი სფერო, რაც სტუდენტებს აძლევს მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა “სქილვილისთვის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კურსების შეთავაზებაში.

რა ეტაპზეა „სქილვილის” თანამშრომლობა კემბრიჯის უნივერსიტეტთან?

“სქილვილმა” ბოლო პერიოდში დაამყარა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კემბრიჯის უნივერსიტეტთან, რაც უზრუნველყოფს კურსების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას და საერთაშორისო მასშტაბის პროგრამების შეთავაზებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ინგლისური ენის კურსები კემბრიჯის უნივერსიტეტის სტანდარტების შესაბამისად, რაც მათ ეხმარება არა მხოლოდ ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, არამედ საერთაშორისო კარიერის განვითარებაში. კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილი კურსები აღიარებულია გლობალურ დონეზე და სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს. “სქილვილის” მიზანია, ამ თანამშრომლობით კიდევ უფრო გააფართოოს სასწავლო პროგრამები და ხელი შეუწყოს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

“სქილვილის” ყველაზე დიდი მიღწევა საერთაშორისო ბაზარზე არის მისი გაფართოება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე უზბეკეთში. ეს ნაბიჯი აძლიერებს “სქილვილის” გლობალურ პოზიციას და ზრდის მის გავლენას, როგორც ტექნოლოგიური განათლების სფეროში, ასევე უფრო ფართო მასშტაბით. საერთაშორისო ბაზარზე შესვლა საშუალებას აძლევს “სქილვილს” შესთავაზოს თავის სტუდენტებს პროფესიული განათლება, რომელიც შეესაბამება გლობალურ მოთხოვნებსა და ტენდენციებს. ეს არის დიდი მიღწევა როგორც საქართველოსთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რადგან “სქილვილი” სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ კურსებს ისეთ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე შრომის ბაზარზე.

 რა არის სქილვილის” მთავარი მიზანი 2024-2025 წლისთვის და რაზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს?

USAID-თან პარტნიორობით, “სქილვილის” მთავარი მიზანი 2024-2025 წლისთვის არის მეტი ტექპროფესიონალის გაზრდა , დასაქმება,  კურსების გაფართოება და აკრედიტაციის პროცესის წარმატებით დასრულება, რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს პროფესიული სასწავლებელი. ასევე, “სქილვილი” აპირებს გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ისეთ წამყვან პარტნიორებთან, როგორიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტი. მთავარი აქცენტი კეთდება ტექნოლოგიურ და ციფრულ სფეროებზე, რომელთა განვითარებაც არის მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე შრომის ბაზარზე. 2024 წელს, ასევე, დაგეგმილია ახალი კურსების დამატება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რაც სტუდენტებს ფართო არჩევანს და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს შესთავაზებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები