დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელში ექსპორტი დროებით შევაჩერეთ, ალტერნატიულ ბაზრებს ვეძებთ - „ხილარი“

ისრაელში ექსპორტი დროებით შევაჩერეთ, ალტერნატიულ ბაზრებს ვეძებთ - „ხილარი“

09-11-2023 13:00:41

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ხილარი • Khilari ასორტიმენტს ზრდის და წვენების შემდეგ უკვე ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს.  

კომპანიამ უკვე ჩაუშვა ხილის არყები, რომელიც ლატვიაში გადის ექსპორტზე.  პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა აზიის ქვეყნების ბაზრებზე.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ Business Insider Georgia- თან აღნიშნა, „ხილარის" პროდუქცია წარმატებით გადიოდა ისრაელში, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო ამ მიმართულებით გადაზიდვები დროებით შეჩერებულია.

„საკმაოდ კარგი სეზონია, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრებზე გარკვეული გადაწყობა გვიწევს, გავზარდეთ ასორტიმენტი. ექსპორტზე ვაპირებთ ხილის არყების გაგზავნას ლატვიაში. ისრაელში დროებით შევაჩერეთ, თუმცა ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობას გავაძლიერებთ. ვიდრე საომარი ვითარებაა, თავს შევიკავებთ ისრაელში ექსპორტისგან.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, უზბეკეთთან გვაქვს მოლაპარაკება, ასევე პაკისტანთან და დუბაისთან. პაკისტანთან უკვე საბოლოო ხელშეკრულების დეტალს გავდივართ. გარკვეული  ბიუროკრატიული ბარიერებია და დროში იწელება ხოლმე პროცესი,  შეთანხმებას დიდი პერიოდი სჭირდება, აგვისტოს მერე გვაქვს მოლაპარაკება და ძლივს მივედით იქამდე , რომ გადაზიდვები დავიწყოთ", - აცხადებს თამაზ კაკუშაძე.

მისი თქმით, აზიაში ექსპორტის პარალელურად კომპანიისთვის ევროპის მიმართულება პრიორიტეტია.

„როდესაც ბიუროკრატიულ ბარიერებზე ვსაუბრობთ, ევროპაში ექსპორტი ამ კუთხით გაცილებით რთულია. თუმცა სხვა ბაზრებთან შედარებით, ყველაზე სტაბილურია და გაწეული ძალისხმევა ამად ღირს", - დასძენს ,,ხილარის" დირექტორი.

თამაზ კაკუშაძის ინფორმაციით, კომპანიის წლიური წარმოება დაახლოებით 500 ტონამდეა, თუმცა საწარმოს 1000-1200 ტონამდე ხილის გადამუშავების რესურსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები