დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტის შემცირების ხარჯზე, გვაქვს მოლოდინი, რომ კვერცხის წარმოება გაიზრდება - „კუმისი“

იმპორტის შემცირების ხარჯზე, გვაქვს მოლოდინი, რომ კვერცხის წარმოება გაიზრდება - „კუმისი“

22-07-2024 14:00:00

გასულ წელთან შედარებით საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირებულია, გვაქვს მოლოდინი, რომ წარმოებას 3-4%-ით გავზრდით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.

„იმპორტის შემცირებას თავისი მიზეზი აქვს, რადგან თურქეთში კვერცხი გაძვირდა. ამ ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ წარმოებას მცირედით გავზრდით. რაც შეეხება ვითარებას, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიმინდისა და ხორბლის ფასი ხელსაყრელი იყო. წელს ნედლეული რუსეთში ცუდი მეტეოროლოგიური მიზეზების გამო გაძვირდა, შესაბამისად წარმოება გაგვიძვირდა, თუმცა ეს კვერცხის ფასზე არ აისახება“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, „კუმისი“ თვეში დაახლოებით 220-230 ათასს კვერცხს აწარმოებს. საბითუმო ფასი კვერცხის კატეგორიების მიხედვით 0.32-0.35 თეთრია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები