საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობასაძლევს.
თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულადააგროვებინოთ.
აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, რომელიცმომხმარებელმა უნდაs მიიღოს, American Express-ი და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. საგულისხმოა,რომ თითოეული მომხმარებელი თითო ტრანზაქციაზე მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულის მიღებას შეძლებს.
შეთავაზების შექმნა შეუძლია კომპანიას, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
Ads მენეჯერი პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ შეთავაზებები და წარადგინოთისინი საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომელთაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.
“საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა ბიზნესისთვის, რადგან მისიმეშვეობით შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულ მომხმარებლებში ლოიალურობისგანმტკიცება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მისი ანალიტიკურიინსტრუმენტები განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისა და მათინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნისთვის. ვფიქრობთ, Black Friday-ის პერიოდში ბიზნესებიშეძლებენ, ეფექტიანად გამოიყენონ პლატფორმა და ისარგებლონ მისი ყველა უპირატესობით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ Ads მენეჯერი, ან გსურთ უფრო მეტი ინფორმაციო მიიღოთ მის შესახებ, დეტალური ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ აქ და შექმენით შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის.
უახლესი