კომპანია „როიალბერის“ დამფუძნებელი გიორგი ცქიტიშვილი, რომელიც გორში 10 ჰექტარზე ჟოლოს პლანტაციებსა და გადამამუშავებელ საწარმოეს ფლობს Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზაცია უჭირს, რადგან მისი წარმოება უკრაინიდან იმპორტირებულ ჟოლოს ფასში კონკურენციას ვერ უწევს.
„10 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს კაროლინას, ჟიზეფინას, ნოვასა და ბრილიანტის სახეობის ჟოლო. 2021 წელს ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, შოკური გაყინვით. ივლისის მდგომარეობოთ გადავამუშავეთ და გავყინეთ და დავასაწყობეთ 5 ტონა ჟოლო. საწყობში გვაქვს კიდევ 60 ტონა. ჟოლო არის შოკურად გაყინული, რომელსაც აქვს ცოცხალი პროდუქტის ეფექტი,“, - ამბობს მეწარმე.
მისი თქმით, გაყინულ ჟოლოს ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად საკონდიტროები ყიდულობენ, თუმცა იაფი იმპორტის გამო, არჩევანს სხვა ქვეყნიდან შემოტანილ ნაწარმზე აკეთებენ.
„უკრაინას ჟოლოს ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ. ჩვენი პროდუქციას ძირითადად საკონდიტროები ყიდულობენ. რაც ამ ქვეყნიდან შემომვიდა ჟოლო, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეგვიმცირდა. რეალიზაცია გაგვიძვირდა. მოთხოვნა არის, თუმცა ფასში სხვაობის გამო პროდუქციას ვერ ვყიდით. საქართველოში მიღებული და გაყინული ერთი კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ჟოლოს ფასი 15 ლარია. 2 -2,5 ევრო ღირს უკრაინული და შესაბამისად ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - ამბობს მეწარმე.
მისი თქმით გამოსავალი ექსპორტშია. არის ინტერესი საუდის არაბეთიდან. კომპანია მონაწილეობს აგმოფენებში და იმედი აქვთ, რომ რეალიზაციას უცხოურ ბაზრებზე შეძლებენ.
ცნობისთვის, ,,როიალბერი“ ბაზარზე 2017 წლიდანაა. კომპანია ჟოლოს ბაღი 10 ჰექტარზე აქვს გაშენებული. სამაცივრე მეურნეობის ტევადობა 200 ტონაა. საწარმოში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი ,,როიალბერი“ 25 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი