დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტიორები შაქრის გაძვირებას პროგნოზირებენ

იმპორტიორები შაქრის გაძვირებას პროგნოზირებენ

20-11-2023 13:00:00

შაქრის იმპორტზე საფასური დაწესება პროდუქტის მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს. მართალია, ცვლილება ევროპიდან იმპორტირებულ შაქარს არ შეეხება, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე ეს ფაქტორი არსებით გავლენას სავარაუდოდ ვერ მოახდენს.

როგორც იმპორტიორი კომპანია ,,L ჯორჯია“-ს  წარმომადგენელი ირაკლი გოგიბერაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, დახლებზე შაქრის ფასის კონტროლი გაჭირდება და მომხმარებელს პროდუქტი მასიურად გაუძვირდება იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნიდანაა იმპორტირებული.

მისი ინფორმაციით, შაქარი დაახლოებით 25 თეთრამდე გაძვირდება.

„შაქრის ფასი მოიმატებს დაწესებული საფასურის შესაბამისად. ცვლილება აუცილებლად დაფიქსირდება. 400 ლარიანი ტარიფი პროდუქტის ღირებულებაზე გადანაწილდება და ცვლილება 1 კილოგრამ შაქარზე დაახლოებით 25 თეთრის ფარგლებში იქნება მოსალოდნელი.

დახლებზე მოხვედრის შემდეგ რთულია შაქრის წარმოშობის გაკონტროლება. ისედაც მაღალი ფასებია გლობალურ ბაზრებზე და ფასი სამომავლოდ კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ვერ გეტყვით, რატომ გახდა ასეთი ცვლილება საჭირო, თუკი რუსეთიდან იმპორტირებულ შაქარზეა საუბარი, დიდი ალბათობით, იმპორტმა ამ მიმართულებით შეიძლება აზრიც დაკარგოს, იაფი შაქარი ფაქტობრივად ვერ შემოვა ქვეყანაში.

ჩვენს კომპანიას ამ მხრივ არაფერი ემუქრება, ისედაც არ ვახდენთ რუსეთიდან იმპორტს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საფასო ცვლილება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტის ფასზეც აისახება. ფასი 2,80 ლარს მიაღწევს, პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია, თუმცა ამ მაჩვენებელსაც გასცდება, თუკი გლობალურ ბაზრებზე გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება“, - აცხადებს ,,L ჯორჯია“-ს წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე 1 კგ. შაქრის ფასი საშუალოდ 2,24-2,50 ლარის ფარგლებშია. იმპორტიორების ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 140 ტონამდე შაქარს მოიხმარს. ცნობილია, რომ შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.

1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური  400 ლარი იქნება. წესით, მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები