საოკუპაციო ძალებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. საოკუპაციო ძალებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა