დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
I-III კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვამ 823.9 მილიონი ლარი შეადგინა - PMC Research

I-III კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვამ 823.9 მილიონი ლარი შეადგინა - PMC Research

15-12-2023 12:39:34

2023 წლის I-III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი დანახარჯების 39.7%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განთავსების საშუალებების წილი მთლიან დანახარჯებში 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვამ 823.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლის მაჩვენებელს 10.2%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ რიცხვს, 2023 წლის I-III კვარტალში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასტუმრო სექტორში ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა.

აგრეგირებულ სექტორში (HORECA) სასტუმრო სექტორის წილი მცირდება. 2023 წლის III კვარტალში HORECA სექტორის ბრუნვაში სასტუმრო სექტორის ბრუნვის წილმა 44% შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც 2022, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით. ამის მიზეზი კი, შესაძლებელია, იყოს პანდემიითა და რუსეთუკრაინის ომით გამოწვეული ცვლილებები ვიზიტორთა მახასიათებლებში“, - აღნიშნულია PMC Research-ის ანგარიშში.

2023 წლის I-III კვარტალში, 2022 წლის I-III კვარტალთან შედარებით, იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც საქართველოში სტუმრობისას დასარჩენად ირჩევენ სასტუმროებსა (-1.8 პპ) და საოჯახო სასტუმროებს (-1.0 პპ) შემცირდა. ამავდროულად, გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც ქირაობენ სახლს/ბინას (+2.7 პპ) ან რჩებიან მეგობრის/ნათესავის სახლში (+1.0 პპ).

2023 წლის I-III კვარტალში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14,315 ადამიანს1, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის I-III კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს. სასტუმრო სექტორში დასაქმების დინამიკა HORECA-ში დაფიქსირებული საერთო დინამიკის მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში დასაქმების წლიური ზრდა ჩამორჩება HORECA სექტორში დასაქმების ზრდას (+9.1% წლიურად).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები