დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო ხელშესახები გახდება ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლებლობები ჩვენი ბიზნესისა და მეწარმეებისთვის - PMCG

გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო ხელშესახები გახდება ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლებლობები ჩვენი ბიზნესისა და მეწარმეებისთვის - PMCG

15-12-2023 19:00:00

 

PMCG-ის მკვლევარი ნიკოლოზ კაპანაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც წამოვა ევროკავშირიდან საქართველოში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, არის მნიშვნელოვანი.

„ძალიან დიდია ევროკავშირის წვლილი საქართველოს განვითარებისთვის. ყველა მიმართულებით ახორციელებს ევროკავშირი საქართველოში ღირებულ პროექტებს და ამის ტემპი და ინტენსივობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო ხელშესახები გახდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლებლობები ჩვენი ბიზნესისა და მეწარმეებისთვის.

ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ისეთი ეფექტი რა მოლოდინიც გვქონდა არ გვაქვს. კანდიდატის სტატუსის შემდეგ, დაჩქარდება ბიზნესების მხრიდან მოთხოვნა და მეორე ს მხრივ ფონდებიდან წამოვა თანხები და აქ მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერა იმისათვის, რომ მათი პროდუქციის ხარისხი, მენეჯმენტ-სტრუქტურები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს“, - ამბობს PMCG-ის მკვლევარი .

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება პროდუქციის ხარისხზე, რადგან ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის დამაბრკოლებელი ფაქტორი სწორედ ეს არის.

„მაგრამ, რა თქმა უნდა ყველამ ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმ მიზნისკენ, რაც აქვს საქართველოს და ის რეკომენდაციებიც ზედმიწევნით შევასრულოთ, რაც მოჰყვება კანდიდატის სტატუსს“, - ამბობს PMCG-ის მკვლევარი.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიანიჭა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები