დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გურჯაანში სტიქიის შემსწავლელი კომისია შეიქმნება

გურჯაანში სტიქიის შემსწავლელი კომისია შეიქმნება

16-06-2023 09:00:04

ქალაქ გურჯაანში მოსულმა ძლიეერნა წვიმამ დღის მეორე ნახევარში მდინარეების ნავთის ხევისა და ახტლის ხევის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები. 

გურჯაანის მინიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანში, სტიქიის ზონაში რჩებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

გაწმენდილია ცენტრალური ქუჩა და მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ამ დროისთვის, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მიეწოდება.

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.

გურჯაანის მინიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან დაითვლის. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები