დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გურამიშვილის მარანი“ - საუკეთესო მასპინძელი მეღვინეობაში

„გურამიშვილის მარანი“ - საუკეთესო მასპინძელი მეღვინეობაში

12-06-2024 15:47:00

„გურამიშვილის მარანი“ - საუკეთესო მასპინძელია მეღვინეობაში. ეს ტიტული კომპანიას  „შატო მუხრანში“, Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-9 ცერემონიის დასრულების შემდეგ მიენიჭა. 

11 ივნისს, „შატო მუხრანში“, Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-9 ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიაზე 200-ზე მეტი ნომინანტიდან 24 რჩეული სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელდა, მათ შორის, „გურამიშვილის მარანი“ - წლის საუკეთესო მასპინძელი მეღვინეობაში.

„გურამიშვილის მარანი“ საგურამოში მდებარეობს და მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„მარნის ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, რომელიც გურამიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. 1863 წლიდან კი, მარანს ილია ჭავჭავაძე მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. სწორედ აქ ამზადებდა ილია ჭავჭავაძე ღვინოს, რომელიც შემდეგ გადაჰქონდა თავის სარდაფში და მუხის კასრებში ავარგებდა. ილიას მკვლელობის შემდგომ, მარანში ღვინო არ დაწურულა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა. საგურამოს ვენახებში გაშენებული იყო ქართლის ვაზის ჯიშები, რომლებიც ისტორიული წყაროების მიხედვით, ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. კომპანიამ აღადგინა ეს მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშები“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან  KTW-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლე ბერაია.

იგივე თემაზე: 

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქართლის მეღვინეობა და ისტორია, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება - „გურამიშვილის მარანი“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები