გურამ მაჭარაშვილი- ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ, ყველამ ერთიანად შევქმენით სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა რადიკალური ენჯეო სექტორი- აბა, გიგაური რომელი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც გამოდის და ოპოზიციურ პარტიებსაც კი ასწრებს პოლიტიკურ დღის წესრიგში „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჰილარი კლინტონის მიმართ 2012 წელს მიწერილ წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებებს აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას ამ თემით ზედმეტი მანიპულაციები არ გამოუვა. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, გუნდთან ერთად, შექმნა ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში სწორი პოზიცია დაიკავა, თავის თავზე აიღო სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მშვიდობა შეინარჩუნა. „ოპოზიციას ზედმეტი მანიპულაციები არ გამოუვა იმიტომ, რომ სწორად წერია წერილში, რომელიც მიმართა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის შესაქმნელი. მან და ჩვენ, ყველამ ერთიანად შევქმენით სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა რადიკალური ენჯეო სექტორი. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება არის ზუსტად ის საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში სწორი პოზიცია დაიკავა საქართველოში, სამოქალაქო პოზიცია და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, მშვიდობა შეინარჩუნა, რამაც ქვეყანას მისცა საშუალება, რომ ეკონომიკა განვითარებულიყო და ახლა ჩავატარებთ არჩევნებს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა გუნდთან ერთად იმუშავა ამასთან დაკავშირებით და აი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. აბა, [ეკა] გიგაური რომელი სამოქალაქო საზოგადოებაა?! რომელიც გამოდის და ოპოზიციურ პარტიებსაც კი ასწრებს პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკურ ავანსცენაზეა შესული და სხვა ენჯეო სექტორი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ამაზე არ ყოფილა იქ საუბარი. საუბარია იმ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა და კეთილდღეობა“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა