„გუდვილი“ ვაკეში თანამედროვე გასტრონომიულ სუპერმარკეტს ხსნის, თუმცა მანამდე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „გუდვილი“ დროებით დაიკეტა და ადგილზე გარკვეული სარემონტო სამუშაოები ტარდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურანდა არჩუაძემ განუცხადა ადგილზე წარმოდგენილი იქნება „გუდვილის“ წარმოების, ექსკლუზიური ევროპული ბრენდებისა და ადგილობრივი ფერმერების პროდუქტები.
`უახლოეს მომავალში, „გუდვილი“ ვაკეში არსებული ობიექტის განახლებას გეგმავს და მის ნაცვლად თანამედროვე გასტრონომიულ სუპერმარკეტს გახსნის. როგორც „გუდვილში“ ამბობენ, ახალ ობიექტზე მომხმარებელს კომფორტული და განსხვავებული კონცეფციის სივრცე დახვდება. ადგილზე წარმოდგენილი იქნება „გუდვილის“ წარმოების, ექსკლუზიური ევროპული ბრენდებისა და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ფერმერების პროდუქტები.
„გუდვილის“ ვაკის ფილიალი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაპროექტდა, შესაბამისად, გათვალისწინებულია ყველა თანამედროვე სტანდარტი და ტრენდი. სპეციალურად ამ ფილიალისთვის შეიქმნა ინოვაციური მხატვრული სანავიგაციო სისტემა, დეკორი და ფერთა გამა.
განახლებულ სივრცეში მოეწყობა კაფეტერიაც, სადაც მომხმარებელს შეეძლება დააგემოვნოს „გუდვილის“ წარმოების უგემრიელესი კერძები და შესვენებისთვის გამოყოფილი დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროს“, - აცხადებს გურანდა არჩუაძე.
საერთო ჯამში „გუდვილის“ განახლებული ფილიალი მომხმარებელს შესთავაზებს:
· თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებულ სავაჭრო სივრცეს;
· „გუდვილის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ პროდუქციას;
· უახლესი ინვენტარით აღჭურვილ სამზარეულოსა და კაფეტერიას;
· ეკოლოგიურად სუფთა, სანდო და ლაბორატორიულად შემოწმებულ პროდუქტებს ადგილობრივი ფერმერებისგან.
უახლესი
50 წუთის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს