დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

12-02-2025 17:36:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„აზერბაიჯანის პარლამენტი და საქართველოს  XI მოწვევის პარლამენტი თითქმის ერთდროულად იქნა არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობა ერთ პერიოდში გვიწევს. აღნიშნული მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ურთიერთობების მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის  ხელშეკრულება და დარგობრივი კომიტეტებისა თუ მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები ორივე ქვეყანაში უფრო ინტენსიური გახდეს. 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხარეებმა ერთობლივი პროექტებისა და ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ზაურ დარგალი, გიორგი სოსიაშვილი, პაატა სალია, ვლადიმერ ბოჟაძე, სავალან მირზოევი და ანტონ ობოლაშვილი.

აზერბაიჯანის დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მილი მეჯლისის თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ ნაგიევი, შრომის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მუსა გულიევი, ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აზერ ამირასლანოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი.


 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები