დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გრეიფუტის საბითუმო ფასმა 8 ლარს მიაღწია, ფორთოხალი 6 ლარი ღირს  -  Agrolab Distribution

გრეიფუტის საბითუმო ფასმა 8 ლარს მიაღწია, ფორთოხალი 6 ლარი ღირს  -  Agrolab Distribution

19-10-2023 19:00:04

გლობალურ ბაზრებზე და უკვე საქართველოში, ციტრუსის დეფიციტი იგრძნობა. განსაკუთრებით ფორთოხალსა და გრეიფუტზე, რომელიც ამ ეტაპზე  მთლიანად იმპორტულია. თუმცა მაღალი ფასის გამო  იმპორტიორები ამ პროდუქტის შესყიდვებისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ. 

როგორც  Agrolab Distribution-ის წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან ამბობს, ყველაზე ძვირი გრეიფუტია, რომლის შეძენა 8 ლარი უჯდებათ, ფორთოხლის ფასი კი 6 ლარია.

ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე ფასი გაცილებით მეტია, ამიტომ სადისტრიბუციო კომპანია ციტრუსის შესყიდვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, სანამ გაყიდვებში ქართული ციტრუსი ჩაეშვება.

„უწყვეტ მომარაგებას ვახდენთ, სეზონზე ადგილობრივი პროდუქცია გვაქვს დისტრიბუციაში, დანარჩენ პერიოდში იმპორტით ვამარაგებთ. ზაფხულში ყველაზე მეტი მოთხოვნა ტრადიციულად კიტრსა და პომიდორზეა. შემოდგომისთვის ეს არის ციტრუსი, თუმცა ამ ეტაპზე დეფიციტია.

ფორთოხლის საბითუმო ფასი 6 ლარია, გრეიფუტი 8 ლარი ღირს.  როგორც კი სიმცირე შეიმჩნევა, მაშინვე მატულობს ფასი, არასტაბილური სიტუაციაა.

ვფიქრობ, მაღალი ფასები დიდხანს არ გასტანს, ადგილობრივი ციტრუსი შემოვა და ფასიც დაბალანსდება. ჯერჯერობით კი არასახარბიელო მოცემულობაა.  მოთხოვნა არის, მაგრამ დეფიციტის გამო მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, Agrolab Distribution რესტორნებსა და სასტუმროებს სრული ასორტიმენტით ამარაგებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ მხრივ პირველი კომპანიაა და ერთადერთიც, ვისაც მსგავსი მომსახურების შესაძლებლობა აქვს. Agrolab Distribution ქართულ ბაზარზე 6 წლის წინ დაფუძნდა. კომპანიაში დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები