„გორგიამ“ ბიზნეს შეხვედრა გამართა, რომელსაც წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე „გორგიამ“ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც კომპანიის კორპორაციული შეთავაზებებისა და თანამშრომლობის უპირატესობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „გორგიას“ მიერ გამართული ბიზნეს შეხვედრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობების გაზიარება, რომელიც „გორგიასთან“ თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
„გორგიასთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, წამყვან სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობა, ახალი პარტნიორების მოძიება. ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების გაზიარება. ბიზნეს შეხვედრის გამართვა ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ შესაძლებლობა გვქონოდა არსებულ და პოტენციურ პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან სამომავლო გეგმები დაგვესახა“. - აცხადებს „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული.
„რვა წელია რაც „გორგიასთან“ ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვქონდა ამ გუნდის კორპორაციულ კლიენტებს შევხვედროდით. საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და გვიხარია, რომ მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „კოსტერი“ გერმანული ბრენდია და დასავლეთ ევროპის ბაზარზე ჰიდრო იზოლაციის მიმართულებით ოპერირებს“, - აღნიშნა კომპანია „კოსტერის“ წარმომადგენელმა მაზლუმ ბუდაკმა.
„სამშენებლო კომპანია „ანაგს“ უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს „გორგიასთან“. მათთან ვთანამშრომლობთ როგორც სხვადასხვა სამშენებლო მასალებზე, ისე მოსაპირკეთებელ მასალაზე და ბევრ სხვა წვრილმანზე. დღევანდელ შეხვედრაზეც გავეცანით ბევრ სიახლეს და მომავალ წლებშიც ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განმარტა კომპანია „ანაგის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო სამხარაძემ.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში. „გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
უახლესი