დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს 3%-მდე შემცირდება

გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს 3%-მდე შემცირდება

19-10-2023 13:03:18

ეკონომიკური ზრდა განვითარებულ ქვეყნებში შენელებას განაგრძობს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ზრდის ტემპი მეტწილად სტაბილურია. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია, წელიწადზე მეტი გავიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და კოვიდის ახალი ვარიანტების ჩინეთში გავრცელებიდან, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნული შოკების ეფექტი არ ამოწურულა.

„ამასთან, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დამატებით აფერხებს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებას.

შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2023 წელს 3.5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე შემცირდება და 2024 წელს ამავე დონეზე შენარჩუნდება. აღნიშნული კლების ტენდენცია მეტწილად განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებითაა გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, წარმოების სექტორის სუსტი აქტივობითაა განპირობებული. შედარებით სტაბილური ზრდის ტემპით ხასიათდება მზარდი და განვითარებადი ეკონომიკები. თუმცა სურათი მნიშვნელოვნად განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. აღნიშნულ კატეგორიაში

ქვეყნების დაახლოებით 60 პროცენტი 2023 წელს გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შენელებულია“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები