დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ შავი პომიდორი წელს ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდება

„გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ შავი პომიდორი წელს ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდება

18-06-2024 12:00:00

კომპანია „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“, რომელიც სასათბურე მეურნეობას ქვემო ნიქოზში ფლობს და რომელმაც გასულ წელს ბაზარზე შავი პომიდორი გამოიტანა, წელს მისი ფართობი გაზარდა და შავი პომიდვრის მოსავალს დაახლოებით 40-50%-ით მეტი ფართობიდან ელოდება.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის დამფუძნებელმა რუსუდან კვარაცხელიამ განაცხადა, კომპანია ბაზარზე შავი პომიდვრის გამოტანას აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში შეძლებს.

„გასულ წელს მიღებული შავი პომიდვრის მოსავალი მთლიანად გაიყიდა, რომელიც ძირითადად რესტორნებმა შეიძინეს, თუმცა იყო ინდივიდუალური შეკვეთებიც, რომელიც ონლაინ გაიყიდა“, - აღნიშნა რუსუდან კვარაცხელიამ. 

მისვე თქმით, შავი  პომიდვრის ღირებულება ბაზარზე ჩვეულებრივი ბიო პომიდვრის ფასთან შედარებით 20%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“ 500 მ/კვ სასათბურე ბიომეურნეობას გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ნიქოზში ფლობს. პომიდვრისა ბიო სასათბურე მეურნეობაში კომპანია სხვადასხვა სახის პომიდორს, „ბეიბი სალათებს“ და მიკრო-მწვანილებს აწარმოებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები