საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „ანგელოზი ინვესტორების“ ქსელების განვითარებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 4 სექტემბერს იწურება.
„ანგელოზი ინვესტორების“ ქსელების კონკურსი მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული ორგანიზაციების მხარდაჭერას და გამარჯვებულისგან შემდეგი 3 კომპონენტის ჭრილში შესრულებული მომსახურების შესყიდვას:
1. ინვესტორების ცნობიერების გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების განსახორციელებლად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების პროცედურებზე, ტრენდებსა და შესაძლებლობებზე;
2. სტარტაპების მზაობის გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების მისაღებად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები ინვესტიციის მიღების პროცედურებზე, ბიზნესის შეფასების და საინვესტიციო შეთავაზებების სწორად დაგეგმვაზე;
3. ღონისძიების ორგანიზებაზე, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინვესტორების წინაშე წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ინვესტიცია.
გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა:
საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. შეფასების შემდეგ, კომისია იტოვებს უფლებას, ჯამური საკონკურსო ბიუჯეტი გაანაწილოს სულ მცირე ერთ გამარჯვებულ ორგანიზაციაზე, მათ მიერ გადაწყვეტილი პროპორციით.
ანგელოზი ინვესტორი (ინგლისურად Angel Investor) არის ინვესტორი, რომელიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიაში, ე.წ. „Startup“-ში დებს ფულს. ამასთან, ეს ინვესტორები გამოირჩევიან მაღალი რეპუტაციით და მათ მიერ კონკრეტული ახალი კომპანიით დაინტერესება, ამ ახალი კომპანიისადმი სხვა ინვესტორების დაინტერესებასაც ზრდის. სახელი „ანგელოზი“ დაკავშირებულია ახალი ინვესტორის სტატუსთან – ის კომპანიას ხშირად „მფარველად“ ევლინება. ანგელოზ ინვესტორებს კომპანიისთვის ფულთან ერთად გამოცდილება და რჩევებიც მოაქვთ.
უახლესი
5 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე7 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს7 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა