დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის კოსმეტიკა საქართველოს ბაზარზე სიახლეა, გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდია - „ზარბაზანი“ წელს აჯამებს

ღვინის კოსმეტიკა საქართველოს ბაზარზე სიახლეა, გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდია - „ზარბაზანი“ წელს აჯამებს

14-12-2023 13:00:06

Zarbazani Wine & Beauty  საახალწლოდ მომხმარებლებს  პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იან ფასდაკლებას ჰპირდება.

როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე  Businee Insider Georgia  -თან ამბობს 2023 წელს ჩვენი კომპანია ერთი წლის გახდა და ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

კომპანიის დირექტორის თქმით, გაიზარდა ბრენდის ცნობადობა საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად, რომ განსაკუთრებული მარკეტინგული კომპანია არ უწარმოებიათ.

„მომხმარებლების გამოხმაურება სოციალური ქსელით გაიზარდა და ასევე თვიდან-თვემდე გვეზრდება გაყიდვები. ღვინის კოსმეტიკა საქართველოს ბაზარზე სიახლეა.  ჩვენ მსოფლიომ გვაღიარა ღვინის სამშობლოდ და თვითონ ქართველები ღვინოს სხვა დანიშნულებით არ ვიყენებდით.

ღვინის კოსმეტიკა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომელთაც ქართული ღვინო ძალიან უყვართ. მაგალითად, მოსწონთ საფერავის შამპუნი. გვაქვს ოთხი ღვინის ხაზი - საფერავი, ოჯალეში, ხვანჭკარა და რქაწითელი. თითქმის ორ თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს ვამატებთ. ბოლოს დავამატეთ ტანის ლოსიონი და სკრაბი, რომელიც ყველაზე პოპულარულია. მომხმარებელს განსაკუთრებით მოსწონს ფელამუშის სურნელი“,- ამბობს ნანა დავითაძე.

ბრენდის უნიკალური დიზაინი შექმნილია ქართველი, ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ხელოვანის მიერ. 

საახალწლო ფასდაკლება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.

საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები