პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
მან მედიასთან თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. სამუშაო სადილზე ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.
თურქეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
გახსოვთ, ორი წლის წინ, ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ $3 მილიარდამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა. მინდა გითხრათ, რომ უკვე შარშან სავაჭრო ბრუნვამ $2,8 მილიარდს მიაღწია და. თითქმის, $3 მილარდამდე ავიდა. რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის გარდა ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთში 23 თებერვალს დაიწყო.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა