საქართველოსა და გერმანიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
ღონისძიების ფარგლებში გერმანიის ელჩმა და ბათუმის ვიცემერმა ლევან დავითაძემ KfW ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული წყლისა და წყალარინების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ მახინჯაურის წყლის რეზერვუარი, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და სანიაღვრე სატუმბი სადგური მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ დაიწყო პროექტების V ფაზის განხორციელება, რაც წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოებას, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა