Agora Energiewende-ს კვლევის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში ნახშირორჟანგის ემისიებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ევროპის უდიდესმა ეკონომიკამ გასულ წელს 73 მილიონი ტონით ნაკლები სათბური აირები გამოუშვა, ვიდრე 2022 წელს, რაც გამოწვეული იყო ქვანახშირით წარმოებული ენერგიის შემცირებით, ამასთან, ქვეყნის ფედერალური ქსელის სააგენტოს ცნობით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება 2023 წელს პირველად იყო მთლიანი რაოდენობის 50 პროცენტზე მეტი.
ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მიხედვით, განახლებადი ენერგიის რეკორდით გერმანია მკვეთრად მიუახლოვდა მიზანს, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 80 პროცენტი განახლებადი ენერგიისგან აწარმოოს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება