2023 წლის 6 სექტემბერს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით პირველ საერთაშორისო რეგულარულ ფრენას შეასრულებს.
ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი დაინიშნა რეგულარულ ფრენებზე თბილისი-ბაქო-თბილისი და თბილისი-განჯა-თბილისის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით თითოეულ მარშრუტზე.
ავიაკომპანია ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, პირველ ეტაპზე კვირაში 3 სიხშირით, შეასრულებს.
მგზავრებს, 72 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72-500, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს მოემსახურებათ. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება შეადგენს 89 ევრო (ექვივალენტი ლარში) მოსაკრებლების ჩათვლით, მგზავრობის პროცესში გათვალისწინებულია ბორტზე კვება.
ავიაბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან Georgian Wings-ის ოფიციალური საიტის Georgianwings.com - სა და ავია სალაროების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
„აზერბაიჯანის მიმართულება ავიაკომპანიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული მგზავრთა საჰაერო გზით ტრანსპორტირების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. Georgian Wings-ი პირველ საერთაშორისო ფრენებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია 31 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით ასრულებს რეგულარულ, ქვეყნის შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით და ტრანზიტული ფრენის საჭიროების შემთხვევაში, რეისების განრიგი სრულად მორგებულია ბაქო-თბილსი-ბათუმის ან პირიქით მგზავრობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ავიაკომპანია ხელს უწყობს და ანვითარებს, როგორც ტრანზიტულ მიმართულებას ქვეყანაში, ასევე მგზავრთა მობილობის გაზრდას“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
უახლესი
5 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე7 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს7 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა