დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გეფერინი“ კანადის ბაზარზე შევიდა, ჩინეთში კი მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს

„გეფერინი“ კანადის ბაზარზე შევიდა, ჩინეთში კი მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს

24-06-2024 18:50:00

კანადის ბაზარზე პირველ შეკვეთა უკვე გავგზავნეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის „გეფერინის“ თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.

„კანადის ბაზრისთვის დასრულდა ვებგვერზე მუშაობა და ახლახან პირველი შეკვეთა უკვე გავგზავნეთ და „გეფერინის“ ტყავის ჩანთების გაყიდვები ამ ქვეყანაში მალე დაიწყება“, - ამბობს ილია გეფერიძე.

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, როგორც „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ამბობს, იქ მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავენ.

„ჩინეთში, მეორე მაღაზიის გახსნაზე პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თანდათან, ჩინეთის რეგიონების მიხედვით ავითვისეთ ონლაინ პლატფორმები და ფიზიკური მაღაზიები. ამასთან, ჩინეთთან მიმართებით გრძელვადიანი გეგმა გვაქვს, ვგეგმავთ საწყობის გაკეთებას, საიდანაც მოხდება მსხვილი და მცირე კონტრაქტორების მომარაგება“.

ამ დროისთვის „გეფერინი“ 13 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი და როგორც ილია გეფერიძე ამბობს, ამ ბაზრებზე აპირებენ გაყიდვების გაზრდას და კიდევ უფრო განვითარებას.

ამ დროისთვის ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები