რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი დაახლოებით 15%-ით 36,2 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. ამის შესახებ რუსული RBC იუწყება.
24 მარტს სუჯას გაზსაზომი სადგურიდან 42,5 მლნ კუბური მეტრი გაზი იყო მიწოდებული. 25 მარტისთვის 36,2 მლნ კუბური მეტრი. ამგვარად, სატუმბში გაზის მოცულობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა.
„გაზპრომი“ მუდმივად ცვლის ევროპაში მიწოდებული გაზის მოცულობას. იანვარში „გაზპრომმა“ შეამცირა, თებერვალში კი თანდათან გაზარდა სატუმბში გაზის მოცულობა. მარტში კი რუსული გაზის გიგანტმა განაგრძო ტრანზიტის მოცულობის გაზრდა.
უკრაინის გავლით ტრანზიტული ხაზი რჩება რუსული გაზის მიწოდების ერთადერთ მარშრუტად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 მაისიდან უკრაინამ შეაჩერა გაზის ტრანზიტი ლუგანსკის ოლქის სადგურების გავლით, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაა და საიდანაც გაზის მესამედი ევროპას ამ პუნქტით მიეწოდება.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა