დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

17-02-2025 17:14:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს და 2024 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სხდომაზე აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტმა იმ სამოქმედო გეგმის შესაბამისად იმუშავა, რომელიც, როგორც სამთავრობო პროგრამის, ასევე „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ადეკვატური იყო და ამავდროულად მიყვებოდა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს.

მისივე განცხადებით, 2024 წლის ანგარიშთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტმა ეფექტური ნაბიჯები გადადგა როგორც ზოგადად გარემოს დაცვის, ასევე სატრანსპორტო და ურბანული მიმართულებით. მათ შორის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

„რიგი კანონები მივიღეთ ტექდათვალიერების გაუმჯობესებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამინისტროს მიერ მისი აღსრულების მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ცვლილებები, რომელიც კომიტეტის მიერ დაინიცირდა ამტვერებისა და მასალის მშრალად დამუშავების მიმართულებით, რაც თბილისის გარდა უკვე მთელ საქართველოში ამოქმედდა. ასევე, უნდა გამოვყო სამშენებლო ნებართვაში გამწვანების პროექტის ინტეგრირების საკითხი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მუშაობდა და კომიტეტის მხარდაჭერით ეს რეგულაცია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ასევე 2025 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ როგორც მეათე მოწვევის პარლამენტში, ასევე ამ პარლამენტშიც კომიტეტს ოთხი მთავარი მიმართულება ექნება განსაზღვრული: გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება; მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, მათ შორის ნარჩენების მიმართულებით იგეგმება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი კლიმატ მედეგი ურბანული განვითარებაა, რომლის მარეგულირებელი კანონპროექტიც წლის ბოლოსთვის მომზადდება. ასევე, კანონპროექტები შეიქმნება ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი, რომლის მიღებაც მიმდინარე წელს იგეგმება. კომიტეტის აპარატის წევრებმა სხდომაზე დეტალურად წარმოადგინეს 2025 წლისთვის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი აქტივობები.

კომიტეტმა ცნობად მიიღო 2024 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და მხარი დაუჭირა 2025 წლის სამოქმედო გეგმას.


 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები