დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარდაბანი-3 თბოსადგურის მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს

გარდაბანი-3 თბოსადგურის მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს

27-07-2023 18:29:57

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ჩაატარა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო ამჟამად ეძებს ინვესტორს, რომელსაც გადასცემს პროექტის მიწას და არსებულ კვლევებს 2.45 მლნ აშშ დოლარად. პროექტის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 350-430 მგვტ-ია, ხოლო მინიმალური ეფექტურობის მოთხოვნა - 56%.

სატენდერო დოკუმენტაციაში დაკონკრეტებულია ასევე პროექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ინვესტორს აქვს საკმაო მოქნილობაც. დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე, მათ შორის ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისი გამოცდილება, ტექნიკური და ფინანსური შეთავაზება პროექტის განხორციელებისთვის და დაფინანსების გეგმა.

შერჩეული ინვესტორი მიიღებს წვდომას მიწაზე, ბუნებრივ აირზე, გაგრილების წყალზე, გადამცემ ქსელზე და გარანტირებული სიმძლავრის მიმწოდებლის სტატუსს.

„ეს სტატუსი ნიშნავს, რომ პროექტს დაუწესდება გარანტირებული სიმძლავრის დღიური საფასური საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან (სემეკ), რაც დამატებითი შემოსავალია პროექტისთვის, გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ზემოდან. სემეკის სატარიფო მეთოდოლოგია ნებისმიერი საწყისი და მომავალი ინვესტიციაზე ნორმალიზებული უკუგების მიღების გარანტიას იძლევა“, - ნათქვამია გალტ & თაგარტის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები