დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განსხვავებული კონცეფციის ობიექტი შევქმენით - ,,ალკორიუმმა" მაღაზია-ბარი გახსნა

განსხვავებული კონცეფციის ობიექტი შევქმენით - ,,ალკორიუმმა" მაღაზია-ბარი გახსნა

01-12-2023 16:00:11

ორბელიანის ბაზარში ალკორიუმის პირველი ღვინის მაღაზია-ბარი გაიხსნა, რომელიც გააერთიანებს როგორც ქსელში არსებულ ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე სპეციალურად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს და უცხოურ ღვინოს. კომპანიისთვის ბარის ტიპის ობიექტი სიახლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც Business Insider Georgia- თან ,,ალკორიუმის" მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ჭავჭანიძემ აღნიშნა, ალკორიუმის მაღაზია-ბარს განსხვავებული კონცეფცია გამოარჩევს და მხოლოდ ღვინოზე და ღვინის პროდუქტებზე არის  ორიენტირებული.

ტურისტულ უბანში ახალი ობიექტის გახსნა თავისთავად მეღვინეობის განვითარებასაც და დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

,,ალკორიუმის" ღვინის ბარი აერთიანებს როგორ მსხვილ ისე მცირე მარნებს, ასევე ღვინოს მსოფლიო ღვინის რეგიონებიდან. ღვინის ბარში მოსულ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს სხვადასხვა ტიპის ღვინო, კომპეტენტური ღვინის მრჩევლებისგან მიიღოს რჩევები, რეკომენდაციები; ქართველი მომხმარებელი საქართველოში შეძლებს უცხოური ჯიშების დაგემოვნებას და გაიცნობს უცხოური ღვინის თავისებურებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი ორბელიანზე უამრავი უცხოელი ტურისტი მოძრაობს და ბევრს აინტერესებს ქართული ღვინო, შესაბამისად, ჩვენი ობიექტი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ დააგემოვნონ, გაიცნონ და მიიღონ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ქართულ ღვინის კულტურაზე და მის განსაკუთრებულობაზე", - აცხადებს თამარ ჭავჭანიძე.

აღსანიშნავია, რომ პირველი ,,ალკორიუმი" 2013 წელს გაიხსნა. დღეს, 10 წლის თავზე, კომპანიამ გადადგა ნაბიჯი სიახლისკენ და  განსხვავებული კონცეფციის ობიექტი შექმნა. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, იგეგმება ასევე უცხოური ღვინის ასორტიმენტის გაფართოება და საინტერესო ჯიშების თუ ბრენდების შემოყვანა, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მომხმარებელს, გაიცნოს და დააგემოვნოს სხვა ქვეყნის ღვინო, მათ შორის, უცხოური ჯიშები საფრანგეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის თუ სხვა ღვინის რეგიონებიდან. 

ცნობისთვის, ,,ალკორიუმი" ყველაზე დიდი ალკოჰოლური სასმელების ქსელია საქართველოში, რომელიც 3000-მდე სახეობის მსოფლიო ბრენდს და ადგილობრივ ალკოჰოლურ ნაწარმს აერთიანებს; მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანია გამოირჩევა საუკეთესო ფასით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით სასმლის ყველა კატეგორიაზე. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები