დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლების გამოფენას ტრადიციულად ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ეს ახალგაზრდებს ეხება, მათ მომავალს - რესან ქიქავა

განათლების გამოფენას ტრადიციულად ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ეს ახალგაზრდებს ეხება, მათ მომავალს - რესან ქიქავა

06-10-2023 20:29:21

განათლების გამოფენას ახალგაზრდებს ეხება, მათ მომავალს, - ამის შესახებ Business Insideer Georgia-ს გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას დირექტორმა რესან ქიქავამ განუცხადა.  

რიგით მე-13 გამოფენა წელს განსხვავებულ ფორმატში ტარდება.  

„სამწუხაროდ პანდემიის პერიოდში ამ პროექტის შეჩერება მოგვიწია და ძალიან გვიხარია, რომ დავბრუნდით, თანაც შეცვლილი ფორმატით. წელს რამდენიმე საკითხი ერთდროულად მოვიცვით, რომ სტუდენტებისთვის მეტი მოტივაცია მიგვეცა, როგორც გამოფენაზე მოსასვლელად ასევე აქედან ღირებული ინფორმაციის წასაღებად.  დასაქმების ფესტივალი, ფინანსური განათლება, სამოტივაციო პრეზენტაციები სხვადასხვა დარგში წარმატებული ადამიანების ჩართულობით, მადლობა პარალელური ღონისძიებების თანაორგანიზატორებს- აცხადებს რესან ქიქავა.  

მისი თქმით, განათლების გამოფენის ფარგლებში ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, რომ მონაწილეობას იღებენ პროფესიული სასწავლებლები.  

მადლობას ვუხდით ასევე დაადს, ამერიკის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუს საქართველოში და საფრანგეთის უნივერსიტეტს, რომლებიც ფასდაუდებელ შესაძლებლობას აძლევენ სტუდენტებს მიიღონ საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობები. 

განათლებას ალტერნატივა არ აქვს - აცხადებს რესან ქიქავა.  

იგივე თემაზე: 

ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ - რესან ქიქავა  

განათლების გამოფენა ექსპოჯორჯიაში - ღონისძიება, რომელიც სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა არ უნდა გამოტოვონ

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები