დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამართლდა ჩვენი პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი - ლევან დავითაშვილი

გამართლდა ჩვენი პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი - ლევან დავითაშვილი

20-01-2025 12:42:00

`2024 წელს ტურიზმის სექტორიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავლები დაფიქსირდა~ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-ით მეტია.

 

„ეს მნიშვნელოვანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საკმაოდ შედეგიანი იყო,  ტურიზმის სექტორიდან 963.7 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ტურიზმის შემოსავლების ზრდა მოხდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მათი გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

„მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან - დაახლოებით 41%-ით, რაც 128 მლნ დოლარს შეადგენს. შემოსავლები გაიზარდა აზერბაიჯანიდან 18%-ით, ირანიდან, ასევე ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარით, საუდის არაბეთიდან - ეს არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. ამასთან, გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან 9.4%-ით, რაც ჯამში 88 მლნ დოლარია, უკრაინიდან 18.9%-ით - ეს არის 148 მლნ დოლარი, თურქეთიდანაც გარკვეული, 3%-იანი შემცირება გვაქვს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თანხებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მოცულობამ 5.1 მლნ ვიზიტს მიაღწია. მისი შეფასებით, ეს ძალიან დამაიმედებელი სურათია. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. 

 

„პრინციპში, ესეც სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად - ჩვენი მთავარი ტურისტული ბაზრებია თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები