გალტ ენდ თაგარტმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,8%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველკვორეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მაისში რეალური მშპ 7.0%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%- ით გაიზარდა. მაისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის და ტრანსპორტის დარგებში.
ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების დარგებში. მშპ-ის დეფლატორის მოსალოდნელზე სწრაფი შემცირების და პირველი კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჩვენ გავზარდეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.0პპ-ით 6.8%-მდე“, - ნათქვამია მიმპხილვაში.
უახლესი
11 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა