დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმას 2.8%-ით გადააჭარბა - დეკემბრის სტატისტიკა

გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმას 2.8%-ით გადააჭარბა - დეკემბრის სტატისტიკა

10-01-2024 18:00:00

 

2023 წლის დეკემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,863 მლნ ლარი, რაც 2.8 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს. 

2023 წლის ნოემბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად შემცირდა 3.6 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 1.2 პროცენტით. 

ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 250.1 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფით 259.8 მლნ ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადიდან და დღგ-დან მიღებულმა შემოსავალმა, შესაბამისად 4.3 და 3.6 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები