კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკა“(Fruit Logistic) გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ექსპორტის დასაწყებად კომპანიამ დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გააფორმა და პირველ საექსპორტო გადაზიდვასაც აპრილში განახორციელებს.
„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით „ფრუტ ლოჯისტიკა“ უკვე იმყოფებოდა დუბაიში საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2024-ზე, სადაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად სათანადო ხელშეკრულებები გააფორმა.
საქართველოს გარდა ჩვენი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი ლატვიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. უკვე გავაფორმეთ ექსკლუზიური ხელშეკრულება და მალე ჩვენი კომპანიის პროდუქცია ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრებზე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკას“ დამფუძნებელმა ნინო კაპანაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის მონაწილეობამ პირველივე საერთაშორისო გამოფენაზე შედეგები მოიტანა და „ფრუტ ლოჯისტიკა“ უკვე გაფართოებაზეც აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„პირველივე გამოფენაზე ჩვენი პროდუქციისადმი დიდი ინტერესი დაფიქსირდა. ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ და უკვე არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია დაინტერესებული, რომ განახორციელოს ინვესტიცია და უფრო დიდი წარმოება შევქმნათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ხილის და ბოსტნეულის განადგურება ჩვენს ქვეყანაში.
„ფრუტ ლოჯისტიკა“, რომელიც მანამდე ლოგისტიკურ საქმიანობას ეწეოდა, 2 წელია რაც ჩაერთო ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების წარმოებაში. ჩვენი კომპანია „გურმანიას“ ბრენდით აწარმოებს ჯემებს, მურაბებს, საწებლებს, ჯემებს, მურაბებს და სხვა. USAID-ის დახმარებით ჩვენმა კომპანიამ ISO 22 000 და HACCP სისტემა დანერგა. USAID-მა ჩვენ შეგვიძინა ჩამოსასხმელი და ეტიკეტირების დანადგარები“, - აღნიშნა ნინო კაპანაძემ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწარმოს გაფართოებასთან დაკავშირებით პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები შემოდგომამდე დასრულდება და შესაბამის ხელშეკრულებებიც გაფორმდება. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა კი 10 მლნ დოლარია.
„ახალი წარმოება უნდა დავამატოთ და გავიდეთ რეგიონებში. ჩვენი წარმოება დღესდღეობით არის თბილისში და რადგანაც ჩვენ ლოგისტიკური ცენტრი ვართ და ხილის და ბოსტნეულის დახარისხებასაც ვემსახურებით, დაწუნებული პროდუქციის შესაგროვებლად არამხოლოდ შემკრებ ცენტრებს გავაკეთებთ, არამედ წარმოების ნაწილშიც გადავალთ რეგიონებში. ამ მიმართულებით განვიხილავთ შიდა ქართლს და კახეთს, უფრო კონკრეტულად კონკრეტულად ლაგოდეხსა და გორს“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკას“ დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მონაცემებით, კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკას“ წარმოება 25%-ით გაიზარდა. კომპანია "გურმანიას" ბრენდით მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„ფრუტ ლოჯისტიკა“ აგროპროდუქციის პირველი ლოჯისტიკური ცენტრია საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობის პროდუქციის საბითუმო დისტრიბუციის განვითარება წარმოადგენს.
კომპანია 2019 წელს შეიქმნა და უზრუნველყოფს ქართული ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციას ფერმერებიდან მომხმარებლებამდე, კერძოდ, ფერმერებისგან მიღებული ხილითა და ბოსტნეულით „ფრუტ ლოჯისტიკა“ შიდა ბაზარზე სავაჭრო ქსელებს ამარაგებს (კარფური, ნიკორა, ევროპროდუქტი, გურმანია, ევრო მარტი).
კომპანია 1000-მდე ფერმერს ეხმარება პროდუქციის რეალიზაციასა და შიდა ბაზარზე დამკვიდრებაში და წლის განმავლობაში აგროკულტურების 500-მდე სახეობის ლოჯისტიკას ახორციელებს.
2021 წელს კომპანიაში გაიხსნა ნედლი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც „გურმანიას“ ბრენდით 60-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის, მურაბებს, ჯემებს, კომპოტებს, საწებლებს, მწილებს.
2022 წლიდან კი „ფრუტ ლოჯისტიკას“ დაემატა საკონდიტრო საწარმო და სამზარეულო მზაკვების მიმართულებით. „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია და მზა კვება და საკონდიტრო ნაწარმი „ევრო მარტისა“ და „გურმანიას“ ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება.
აღსანიშნავია, რომ „ფრუტ ლოჯისტიკის“ განვითარების ხელშეწყობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Gazelle Finance და USAID-ი. ეს ორგანიზაციები, თანაინვესტირების გზით, ხელს უწყობენ კომპანიაში შესაძლებლობების ზრდას, ეფექტურობას და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.
უახლესი
14 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”