მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

პრეზიდენტი კვალავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს - შალვა პაპუაშვილი

news image

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი კვალავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს.

„ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოში გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, რომლებიც არჩეულმა წევრებმა უნდა აიღონ. 11:00 საათიდან კი ახლად არჩეული დეპუტატების რეგისტრაცია დაიწყება.

პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის უხუცესი წევრი ლადო კახაძე.

„ცესკოს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა დროებითი მანდატი ცესკოსგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან პარლამენტის ახალი წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება 11:00 საათიდან. 12:00 საათზე დაიწყება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც წაუძღვება მისი უხუცესი წევრი ბატონი ლადო კახაძე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა შეეხება რეგლამენტს, პირველი საკითხი იქნება უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ფრაქციები, ამის შემდეგ მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა. მოგვიანებით შეიქმნება კომიტეტები და აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარეები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა