დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა - APM Terminals Poti

ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა - APM Terminals Poti

16-02-2024 18:00:00

წლიურ ჭრილში ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი 22%-ითაა გაზრდილი. 

APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 2024 წლის იანვარში კომპანიის ოპერირებად ტერიტორიაზე დამუშავდა 42,588 TEU კონტეინერი, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 21.5%-იან ზრდას, ხოლო 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 99%-იან ზრდას აჩვენებს. 

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის იანვარში  APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავდა  35,043 TEU კონტეინერი, ხოლო 2022 წლის იანვარში 21,362 TEU კონტეინერი.

დამუშავებული კონტეინერების ზრდის პარალელურად გაზრდილია პორტში შემოსული საკონტეინერო გემების რაოდენობაც. 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით ზრდა 30%-ია.

2024 წლის იანვარში ფოთის პორტში 26 საკონტეინერო გემები შევიდა, 2023 წლის იანვარში 20 გემი, ხოლო 2022 წლის იანვარში 12 საკონტეინერო გემები.

იმავდროულად, 2024 წლის იანვარში დამუშავდა 6 130 ავტომობილი, 2023 წლის იანვარში      5,445 ავტომობილი, შესაბამისად ზრდა 13%-მდეა. 2022 წლის იანვარში APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებულია 2 791 ავტომობილი, შესაბამისად ზრდა მიმდინარე წელს 120%-ის დონეზეა.

რაც შეეხება ნაყარი ტვირთის (General Cargo) მოცულობას წელს 48%-იანი კლება ფიქსირდება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები