სამტრედიაში გახსნილი ეკომეგობრული ტურისტული კომპლექსი portokhlebi.ფორთოხლები სერვისების ზრდას გეგმავს. კომპანიის გეგმაშია ტურიზმის სექტორში ტრენდული მომსახურების - ,,ბაღიდან სუფრამდე" დამატება. ამისთვის კომპლექსი მთლიანად შპს ,,ფორთოხლის ბაღების" პლანტაციებისა და ბაღებიდან მოწეული პროდუქციით მომარაგდება, რაც 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,ფორთოხლების" თანადამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ულარჯიშვილი აცხადებს.
„ჩვენი კომპანია აწარმოებს ვაშინგტონის ჯიშის ფორთოხალს, რითაც ტურისტული კომპლექსი სრულად მომარაგდება და რეალიზაციაც მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. გვაქვს ასევე სრულად მოწყობილი ბოსტანი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოგვყავს. სულ მალე ვაპირებთ დიდი სათბურის მოწყობას, რაც დაგვეხმარება ახალი კონცეფციის - ,,ბაღიდან სუფრამდე" დანერგვაში.
ნატურალურ, ხარისხიან და 100%-ით უვნებელი პროდუქციის წარმოებაზე გვაქვს ორიენტირი, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტის უმეტესობა საკუთარი ბაღებიდან იქნება მოპოვებული. სამომავლოდ კი გვინდა, რომ მთლიანი ასორტიმენტი ჩვენს მიერ მოყვანილი და მომზადებული იყოს", - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში სოფელ საჯავახოში ახალი დასასვენებელი და ტურისტული სივრცე ,,ფორთოხლები'' 2023 წლის 11 აგვისტოს გაიხსნა.
აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორს დახვდება ფორთოხლის პლანტაციები, ღია და დახურული სადღესასწაულო სივრცეები, ულამაზესი ტერასა, შთამბეჭდავი ხედი კოლხეთის დაბლობზე, კომფორტული კოტეჯები, აუზი, მრავალფეროვანი სერვისები, ეკომეგობრული გარემო. აღნიშნულ ლოკაციაზე დაგეგმილია საკურორტო სასტუმროს ამოქმედება.
პროექტი, კერძო ინვესტიციითა და სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.
უახლესი