ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ 200-ამდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა.
გამოკითხვის შედეგებით: კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა.
კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48 % იყო, ხოლო ნუშის გამოსავლიანობა 30% .
ასოციაციამ კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერების გამოკითხვა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა.
კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერების გამოკითხვას ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს. გასულ წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა ნუში და 2,000 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღო.
უახლესი