დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Extra.ge-ზე 700-მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი

Extra.ge-ზე 700-მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი

21-06-2023 10:00:11

Extra.ge, რომელიც ბაზარზე პანდემიამდე 1 თვით ადრე  გამოჩნდა დღეს გაყიდვების ზრდაზე საუბრობს. ამ დროისათვის Extra.ge-ზე 700-მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელიგლობალური ბაზრის მსგავსად Extra.ge-ზე  არ არის გამონაკლის და ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს. ონლაინ შოპინგის წახალისების მიზნით, ხშირად პროდუქტის ფასი უკეთესი გამოდის ონლაინ, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიაში. როგორია Extra.ge- განვითარების სტრატეგია და პოზიციები ონლაინ კომერციის ბაზარზე დეტალებზებიზნეს ინსაიდერი“ Extra.ge- მფლობელი კომპანია JSC Digital Area- აღმასრულებელ დირექტორს ანდრო რატიანს ესაუბრა

- რამდენი ხანია რაც extra.ge ბაზარზეა და როგორია გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი თქვენი ვებგვერდის მეშვეობით?

- Extra.ge, მაღაზიების ციფრული პლატფორმა, 2020 წლის 29 თებერვლიდან, პანდემიამდე 1 თვით ადრე  გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ის დროის დაზოგვას და სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის მოძიებას, რიგების გარეშე შეძლებს საუკეთესო ფასად. Extra.ge-ზე მომხმარებელს მარტივად შეუძლია 20 კატეგორიაში მოიძიოს და შეიძინოს 700-მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტი.

მეორე მხრივ, Extra.ge პარტნიორ მაღაზიებს საშუალებას აძლევს, რომ მათ თავიანთი პროდუქტების გაყიდვები ახალ ციფრულ არხებში გადაიტანონ, რათა პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. Extra.ge-ის დახმარებით ბრენდები ხსნიან ონლაინ ფილიალს, რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად წვდომა 500 000-ზე მეტ მომხმარებელზე ეხსნებათ. ამით ისინი ზრდიან გაყიდვებს და ამასთანავე ლოგისტიკის, თანამშრომლებისა და ფართის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

Extra.ge-ს მთავარი უპირატესობებია:

  • გამორჩეული ზრუნვა პარტნიორი მაღაზიების და მომხმარებლის მიმართ
  • საუკეთესო ფასი
  • მუდმივად განვითარებადი პლატფორმა (web& app)
  • მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
  • მოქნილი ინტეგრაციის შესაძლებლობები
  • მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები:
    • ბარათი,
    • განვადება,
    • ლოიალური ქულები,
    • საფულე,
    • ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორება (კურიერთან)

Extra.ge საქართველოში ელექტრონული კომერციის ლიდერი პლატფორმაა და საკმაოდ მზარდია მისი წლიდან წლამდე გაყიდვების ტემპი. ჯერჯერობით თვეში საშუალოდ 5,000+ მიტანილი შეკვეთა და საშუალოდ 1,200,000 ლარის ბრუნვა.

- დღეს საიტზე განთავსებული პროდუქციის კატალოგიდან ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები რა არის და თქვენი აზრით რატომ?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ extra.ge-ზე 20 კატეგორიის 120,00-ზე მეტი პროდუქტი არის განთავსებული. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი კატეგორიის პროდუქტები:

  • ტექნიკა 
    • მობილური
    • ტელევიზორი
    • კონდიციონერი
    • ნოუთბუქი
    • სარეცხი მანქანა
    • მტვერსასტური
  • სახლი და ეზო
  • სათამაშოები
  • ინდუსტრიული ინვენტარი
  • მშენებლობა და რემონტი
  • სექს შოპი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროდუქტი გაყიდვების მიხედვით არის მობილური ტელეფონი. Extra.ge არ არის გამონაკლის და ფეხსუწყობს მსოფლიო ტრენდებს. Extra.ge-ზე არის პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებს რომ სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს, შეადაროს (ფასი, პირობა, მახასიათებელი) და შეიძინოს სასურველი პროდუქტი.

Extra.ge-ზე მუდმივი მრავალფეროვანი შეთავაზებები კი კიდევ უფრო მეტად ახალისებს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებას, რომ იშოპინგოს უფრო ხელსაყრელი პირობებით ონლაინ.

ონლაინ შოპინგის წახალისების მიზნით, ხშირად პროდუქტის ფასი უკეთესი გამოდის ონლაინ, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიაში.

- თქვენი სერვისის მომხმარებლების კონიუქტურა როგორია, რა წილი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და რა წილი მოდის უცხოელებზე?

- Extra.ge-ზე შოპინგი შესაძლებელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის ასევე უცხოელებისთვის. ასევე ქართველი ემიგრანტი მომხმარებლები აკეთებენ შესყიდვებს თავიანთი ქართველი ოჯახის წევრებისთვის.

- დღეისათვის extra.ge -ს რამდენი პარტნიორი ჰყავს და როგორია დინამიკა?

- დღევანდელი მონაცემებით 700-მდე მაღაზია არის Extra.ge-ს პარტნიორი. მერჩანტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და პლატფორმის განვითარებასთან ერთად მისი რიცხვი კიდევ უფრო მეტად იზრდება. კომერციის გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ ახალი მერჩანტების დამატებაზე და ასევე არსებული კონტენტის დროულად განახლებასა და შევსებაზე.

თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ტექნიკური ინტეგრაციის პროცესი, რომლის დახმარებითაც ინფორმაციის გაცვლა ხდება ონლაინ რეჟიმში 24/7.

- რა სიახლეებს შესთავაზებს extra.ge მომხმარებლებს და ხომ არ იგეგმება საიტზე სხვადასხვა სერვისების გაყიდვების დამატება?

- Extra.ge-ს მომხმარებელი არის როგორც ფიზიკური პირები ასევე პარტნიორი მაღაზიები. შესაბამისად მისი განვითარების გეგმა გამიზნულია ორივე მიმართულებით.

პარტნიორ მაღაზიებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით extra.ge-ს შექმნა მაღაზიებთან ურთიერთობის სამართავი პანელი, სადაც ერთ სივრცეში ხდება შეკთვეთასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის წარმოება. (end-to-end process)

ხოლო, საცალო გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქვს შემდეგი სიახლეები:

  • Q-commerce - რაც გულისხმობს შეკვეთის მიღებას განთავასებიდან 30 წუთის განმავლობაში. ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება თბილისში და ბათუმში
  • Pick & drop off locations - მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა რომ შეკვეთილი ამანათი მისთვის სასურველი ლოკაციიდან სასურველ დროს თავად წაიღოს.
  • Delivery options - დაჩქარებულად ან ან სასურველ დღეს და დროს ამანათის მიღების არჩევის შესაძლებლობა

- ბაზარზე რამდენიმე ონლაინ მაღაზია/საიტი ოპერირებს, რა არის დღეს თქვენი უპირატესობა და როგორია კონკურენცია ბაზარზე?

Extra.ge-ს მთავარი უპირატასობები არის:

  • ექსკლუზიური დღის შეთავაზება
  • ყველაზე დიდი ასორტიმენტი და არჩევანი ერთ საიტზე - 700მდე მაღაზიის 120,000-ზე მეტი პროდუქტი
  • მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
  • მუდმივად განვითარებადი პლატფორმა (web& app)
  • მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები: ბარათი, განვადება, ლოიალური ქულები, საფულე, ნაღდი ანგარიშსწორება
  • მოქნილი ინტეგრაციის შესაძლებლობები
  • საუკეთესო ფასის გარანტია
    • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უფრო იაფად ნახავს ანალოგიურ პროდუქტეს ჩვენ მას სხვაობა აუნაზღაურებთ

თუ გაქვთ დათვლილი დღეს extra.ge-ს ბაზრის რა წილი უკავია და რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმისათვის, რომ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდოს და ასევე ბაზრის წილიც გაზარდოს?

- დღევანდელი მდგომარეობით, Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში ecommerce-ის წილი დაბალია და ჯამში მხოლოდ 2%- შეადგენს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მომხმარებლის ქცევის შეცვალა, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელმა უფრო აქტიურად დაიწყოს შოპინგი ონლაინ სივრცეში ფიზიკურთან შედარებით. ამ მაჩვენებლის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ეკომის სექტორის გაძლიერება, ჩვენ მივესალმებით ახალი ან არსებული პლატფორმების გაძლიერებას და გაფართოებას რაც შედეგად მომხმარებლის ქცევის შეცვლაზე დადებით შედეგს იქონიებს. საერთაშორისო ბენჩმარკის მიხედვით იქომერსის წილი საშუალოდ 15%-ია. ჩვენი მიზანია, რომ 5 წლის ვადაში ჯამურად საქართველოში იქომერსის წილი გაიზარდოს 15%-მდე.  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები